LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე – ჩვენ 9 წელი მუდმივად უნდა ვიმეოროთ

46

“ჩვენ 9 წელი მუდმივად უნდა ვიმეოროთ”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, რატომ იწყებს მმართველი გუნდი ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემას “ნაციონალური მოძრაობის” 9 წლიან მმართველობაზე საუბრით. ირაკლი კობახიძის განმარტებით, საჭიროა საზოგადოებას მუდმივად ახსოვდეს განვლილი 9 წელი, რათა “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში აღარ დაბრუნდეს.

“ჩვენ 9 წელი მუდმივად უნდა ვიმეოროთ. 2004-2012 წლებში სააკაშვილი ყველა თავის გამოსვლას იწყებდა ხოლმე შევარდნაძით და ეს ნორმალურიც არის. როცა ვიღაცას ედრები, უნდა შეედარო წინა ხელისუფლებას. შედარებაც არ არის აქ მთავარი. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ იმათზე უკეთესი. უკეთესი კი არ ვართ, 2012 წლამდე ჩვენ გვქონდა კატასტროფა და დღეს გვაქვს კარგი ვითარება. საქმე ეხება ბიზნესს, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას, ეკონომიკას. ჩვენ რა თქმა უნდა წინა ხელისუფლებას უნდა შევედაროთ, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენი პროგრამის მინიმუმი იყოს ის, რომ იმათზე უკეთესები ვიყოთ.

მნიშვნელოვანი მხოლოდ ის კი არ არის, რომ 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ “ნაციონალური მოძრაობა”. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ აღარასდროს შეუქმნას საფრთხე ქართულ დემოკრატიას, საზოგადოებას, ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომაც არის საჭირო იმის შეხსენება, რასაც ვახსენებთ საზოგადოებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები