LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: “ჩვენ პლებისციტის არ გვეშინია”

59

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უმრავლესობას პლებისციტის არ ეშინია. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, საკონსტიტუციო პროექტის განხილვისას განაცხადა. იგი ამბობს, რომ კვლევების თანახმად, მოსახლეობა მხარს უჭერს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს, თუმცა ეს იმიტმ, რომ საზოგადოება არ არის სრულფასოვნად ინფორმირებული საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით.

”საზოგადოებას არ მიეწოდება სრულფასოვანი ინფორმაცია საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. სისტემასთან კავშირს ვერ ხედავს საზოგადოება სამწუხაროდ, რადგან საზოგადოებას არ აწვდიან სრულფასოვან ინფორმაციას, აწვდიან რამდენიმე ათეულ ტყუილს და საზოგადოებას ექმნება არასწორი წარმოდგენა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. რომ დავუსვათ კითხვა საზოგადოებას პრემიერის არჩევასთან დაკავშირებით, აქაც იგივე შედეგი იქნება, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში. საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სათანადო ინფორმაცია და სისტემის ლოგიკიდან ჩამოვაყალიბოთ საარჩევნო სისტემა. ჩვენ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ. სისტემა, რომელიც არის შემოთავაზებული პროპორციული საპარლამენტო არჩევნებით და არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევით, ზუსტად შეესატყვისება ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ”ევროპულ საქართველოს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები