LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: “ჩვენი შეთავაზება წარვუდგინეთ პრეზიდენტს და ახლა ველოდებით პასუხს”

36

ჩვენი შეთავაზება წარვუდგინეთ პრეზიდენტს და ახლა ველოდებით პასუხს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

” ჩვენი შეთავაზება, რა თქმა უნდა ძალაშია. საყოველთაო სახალხო განხილვა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ საზოგადოებასთან სხვადასხვა პოზიციები განვიხილოთ. ყველას გვაქვს ჩვენი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არის ასახული კონსტიტუციაში, საკონსტიტუციო ცვლილებაში. აქედან გამომდინარე განხილვა ზუსტად ამას გულისხმობს, რომ ჩვენ ჩვენი მოსაზრებები ერთად განვიხილოთ საზოგადოებასთან. ჩვენ ვართ ამისთვის აბსოლუტურად გახსნილი და იმედი გვაქვს, რომ იგივე პოზიცია ექნება საქართველოს პრეზიდენტს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები