LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე დღეს, ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ვიზიტს იწყებს

48

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს, ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ვიზიტს იწყებს.
ირაკლი კობახიძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საპარლამენტო დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები გერმანიის, ირლანდიის, ეგვიპტის, კანადის, ბრაზილიის, ჩინეთის, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ფილიპინების, ვიეტნამის, ინდონეზიის, შრი-ლანკის, ფიჯის და სხვა ქვეყნების პარლამენტების უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

„საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ძირითადი მიზანია: პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცება; აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და ოკეანეთის რეგიონებში საქართველოსადმი მხარდაჭერისა და კეთილგანწყობის მობილიზება. ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატების პარალელურად, ურთიერთობების გაღრმავება მსოფლიოს წამყვან და პოლიტიკურად მნიშვნელოვან სახელმწიფოებთან. ამავდროულად, ცვალებადი საერთაშორისო რეალიების გათვალისწინებით, უმთავრეს ამოცანად რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოების მხარდაჭერის უზრუნველყოფა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის მიმართულებით. ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო დელეგაციის წევრები ზემოაღნიშნულ საკითხებზე ისაუბრებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები