LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე ფარულ ჩანაწერებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს

21

პარლამენტის თავმჯდომარე , მედიით გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების გამო,  პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ  „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

„ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ ამის საჭიროებას. როგორც იყო ოქუაშვილის შემთხვევაში, როცა ათასგვარი მოთხოვნა გვესმოდა და ერთი თვის თავზე გავიგეთ, რომ იყო აბსოლუტური ბლეფი, აქაც ვნახოთ რა იქნება. ამ ეტაპზე საჭიროება ასეთი კომისიის შექმნის, საპარლამენტო ჩარევის არ იკვეთება“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ,  საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე, რომელშიც სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ფიგურირებს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.როგორც ზოიძე აღნიშნავს, პარლამენტი ყველა ბერკეტს გამოიყენებს კითხვებზე პასუხის გასაცემად, მათ შორის, საპარლამენტო საათს და მინისტრების დაბარების ფორმატებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები