LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე Freedom house-ის ანგარიშს აკრიტიკებს

86

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Freedom house-ის ანგარიშს აკრიტიკებს. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის ავტორებს უჭირთ ხელისუფლების გაკრიტიკება, დასკვნებში აშკარად იკვეთება მათი მიკერძოება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ.

“ყველას მოგეხსენებათ რამდენად ფუნდამენტური წინასვლა განიცადა ჩვენმა ქვეყანამ  2012 წლის შემდეგ. 2012 წლამდე არსებული მოცემულობა იყო გაყალბებული არჩევნები, ადამიანების უფლებების დარღვევა, სასამართლოს დაქვემდებარება იუსტიციის სამინსიტროს და ხელისუფლების თავნებობა. 2012 წლის შემდეგ კი ეს შეიცვალა. კვლევის თანახმად საერთოდ არ შეცვლილა 2012 წელთან შედარებით მედიის თავისუფლება. ამ ყველაფრის შემდეგ 2012 წლისა და დღევანდელი მდგომარეობის იდენტობა მედიის თავისუფლების სფეროში ანგარიშის ტენდენციურობაზე მეტყველებს. იგივე შეიძლება ითქვას სასამართლოს დამოუკიდებლობაზეც.  ასევე, გაკვირვებას იწვევს უცვლელი რეიტინგი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილშიც. შეშფოთებას იწვევს მოსაზრება რომ სააკაშვილის დაკავება გაართულებს ურთიერთობას ევროპასთან,” – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ანგარიშის ავტორები ვერ მალავენ უარყოფით დამოკიდებულებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც არის დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედი საქართველოში. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ Freedom House-ის ანგარიშში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოთქმული კრიტიკა დაუსაბუთებელია.

„საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე იმ პირობებში, როდესაც ანგარიშის ავტორები ამგვარი მმართველობის ნიშნების დაკონკრეტებასაც კი ვერ ახერხებენ, ბუნებრივია, საფუძველს არის მოკლებული. ბიძინა ივანიშვილის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულების ყველაზე ნათელი გამოვლინებაა კრიტიკა „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით, რომელიც ასევე მოკლებულია დასაბუთებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, როგორც კობახიძე ამბობს, შემაშფოთებელია Freedom House-ის ანგარიშში წარმოდგენილი განცხადებები იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პატიმრობა გაართულებს საქართველოს ურთიერთობას ევროპასთან და აშშ-სთან.

Freedom House -მა გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებთან დაკავშირებით მორიგი ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები