LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: “მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, ხოლო შემდეგ უკვე გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ბონუსის დანამატით”

34

მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, ხოლო შემდეგ უკვე გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ბონუსის დანამატით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ”ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

”შედგა კონსენსუსი კონსტიტუციის თაობაზე იმ გუნდში, რომელსაც საქართველოს მოსახლეობამ საკონსტიტუციო ნდობა გამოუცხადა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში. კერძოდ, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, თუ რა სახით ჩამოყალიბდება საარჩევნო სისტემა. რაც შეეხება მომდევნო არჩევნებს, საუბარი გვქონდა, რომ შესაძლებელია ერთჯერადად დავწიოთ საარჩევნო ბარიერი მომდევნო არჩევნებში შერეული სისტემის პირობებში. საბოლოო პოზიცია ამასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში დაზუსტდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები