LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე NDI-ის პრეზიდენტს შეხვდა

38

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, კენ ვოლაკს შეხვდა.

პარლამენტის პრესამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, მათ შორის, საკონსტიტუციო და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა პარტიული სისტემის განვითარების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები