LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე პლენარული სხდომების გაცდენა-დაგვიანებაზე ნორმების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს

37

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პლენარული სხდომების გაცდენა-დაგვიანებასთან დაკავშირებით ნორმების გამკაცრების თაობაზე ინიცირებული პროექტის დროულად მიღების საჭიროებას ხედავს.

კობახიძის ამ განცხადებას წინ უძღვოდა დღევანდელი პლენალური სხდომის დაგვიანებით დაწყება. მიზეზი, ამ შემთხვევაშიც კვორუმის არარსებობა იყო, რეგისტრაცია 74-მა დეპუტატმა გაიარა, რის გამოც პარლამენტის თავმჯდომარეს სხდომის დაწყების გადადება მოუწია.

“სამწუხაროდ, დასწრებასთან და დაგვიანებასთან დაკავშირებით ვითარება დადებითისკენ დიდად არ შეცვლილა. შესაბამისად, ვფიქრობ, აუცილებელია მომავალი სესიიდან მსვლელობა მივცეთ პროექტს, რომელიც ინიცირებულია და რომელიც მიზნად ისახავს ამ პრობლემის მოგვარებას საქართველოს პარლამენტში,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარული სხდომის გახსნისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები