LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” გაერთიანებულ საარჩევნო შტაბებს უხელმძღვანელებს

74

“ქართული ოცნების” გაერთიანებულ საარჩევნო შტაბებს პარლამენტის თავმჯდომარე,  ირაკლი კობახიძე, უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ “ფორტუნას” მმართველ პარტიაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და კობახიძე იქნება გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი მთელი საქართველოს მასშტაბით. რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატის,  კახა კალაძის, საარჩევნო შტაბს, როგორც  პარტიაში აცხადებენ, ამაზე  ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული და რამდენიმე კანდიდატი განიხილება.

“ფორტუნას” ინფორმაციით, მათ შორის ერთ-ერთი განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავაა. თუმცა, პარტიაში  კანდიდატების ვინაობას ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები