LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე – საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში საკადრო ცვლილება პოლიტიკური დონე არ არის

121

ირაკლი კობახიძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მღებრიშვილის თანამდებობიდან წასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თანამდებობა, რომელიც მღებრიშვილს ეკავა, პოლიტიკური არ არის, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია, როგორი საკადრო ცვლილება განხორციელდება.

„ამ პროცესში პარლამენტის ჩარევის რესურსი მინიმალურია. ჩვენი გადასაწყვეტია არ არის, რა საკადრო ცვლილება განხორციელდება ამ დონეზე. ეს პოლიტიკური დონე არ არის, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან კომენტარებიც შესაძლოა, ზედმეტი იყოს.

ჩემი მიდგომაა, რომ ახალი სტრუქტურა უნდა შეიქმნას, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით იქნება დაკავებული, ალბათ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უნდა იყოს, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში შეიქმნება. ამაზე აქტიური კონსულტაციები გვექნება“, – აღნიშნა კობახიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები