LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: “საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ქორწინების საკითხზე ჩანაწერის მთავარი ამოცანა ის არის, რომ არავითარი გასაქანი არ მიეცეს სპეკულაციებს”

83

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ქორწინების საკითხზე ჩანაწერის მთავარი ამოცანა ის არის, რომ არავითარი გასაქანი არ მიეცეს იმ სპეკულაციებს, რომეთა საფუძველზეც ჩვენს ქვეყანაში ღვივდება ჰომოფობიური განწყობები.
კობახიძის თქმით, ამ საკითზე აზრთა სხვადასხვაობაა. “ამ დაზუსტების მთავარი ამოცანა ის არის, რომ არავითარი გასაქანი არ მიეცეს იმ სპეკულაციებს, რომელთა საფუძველზეც ჩვენს ქვეყანაში ღვივდება ჰომოფობიური განწყობები. ამ დაზუსტების ამოცანა არის სწორედ ამ ჰომოფიბიური განწყობების გაღვივების მაქსიმალური პრევენცია. სწორედ ამ მიზნით აისახა შესაბამისი ჩანაწერი კონსტიტუციის 30-ე მუხლში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები