LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: საპარლამენტო დისციპლინა გაუმჯობესდება

30

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მალე საპარლამენტო დისციპლინა საგრძნობლად გაუმჯობესდება. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი ირაკლი კობახიძე „ეთიკის კოდექსს“ ასახელებს.

რა თქმა უნდა, სანქციები არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომლის საფუძველზეც უნდა გაუმჯობესდეს საპარლამენტო ცხოვრების ხარისხი, თუმცა, მთლიანობაში, მე ვიტყოდი, რომ „ეთიკის კოდექსი” მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პარლამენტში ეთიკის სტანდარტების სათანადო დაცვას. კონკრეტული ზომები იქნება მიღებული იმისთვის, რომ, საპარლამენტო დისციპლინის კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდეს. მათ შორის იგეგმება რეგლამენტში ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს ამ დისციპლინის უკეთეს დაცვას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

„ეთიკის კოდექსზე“ ქართველ პარლამენტარებთან ერთად უცხოელი ექსპერტები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები