LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე ტატუნაშვილის რეზოლუციასთან დაკავშირებით: პრინციპულ საკითხებზე ოპოზიციასთან შეთანხმება მიღწეულია

37

პრინციპულ საკითხებზე ოპოზიციასთან შეთანხმება მიღწეულია – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ , არჩილ ტატუნაშვილის რეზოლუციის შესახებ კომენტარისას განაცხადა.  რამდენიმე საათის განმავლობაში დეპუტატებთან და პრემიერ მინისტრთან ერთად, მმართველი გუნდი იმ რეზოლუციის ტექსტზე მსჯელობდა, რომელიც უმრავლესობამ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით შეიმუშავა.

რეზოლუციის შინაარსზე არ საუბრობენ, მაგრამ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რეზოლუციის ტექსტი იქნება მკაცრი და ის ზუსტად ასახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს.

უმრავლესობის და უმცირესობის შეხვედრა რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით ხვალ შედგება.

“პრინციპული თანხმობა არის ძირითად საკითებთან დაკავშირებით, რეზოლუციის პრინციპებთან დაკავშირებით”- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ის იმედოვნებს, რომ შეხვედრაზე შეთანხმება შედგება.

შეხვედრაზე საუბარი იყო საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები