LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: “ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს საქმე სათანადოდ იქნას გამოძიებული”

29

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს საქმე სათანადოდ იქნას გამოძიებული,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გენერალურ აუდიტორზე ლაშა თორდიაზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.

„ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ესეც შეგვიძლია ჩვენ განვიხილოთ, მითუმეტეს, აუდიტის სამსახურს განსაკუთრებული კავშირი აქვს საქართველოს პარლამენტთან.  ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში გვექნება კონსულტაციები. პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას და ამის შემდეგ, უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ, თუნდაც კომისიის მიზანშეწონილობის თაობაზე“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები