LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძეს დავით უსუფაშვილის პოლიტიკური ძალისგან “დიდი მოლოდინები არ აქვს”

40

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ დავით უსუფაშვილი შეძლებს, ძლიერი პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბოს, თუმცა გასული არჩევნების შედეგების გათვალისწინებით „დიდი მოლოდინი არ აქვს“.

”მაინცდამაინც დიდი მოლოდინი არ მაქვს. ჩვენ ვიცით, როგორი შედეგები ჰქონდა მის პოლიტიკურ ძალას წინა არჩევნებში, აქედან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი არ მექნება. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს ძლიერი პოლიტიკური პარტიები. საქართველოს დღეს პარტიული სისტემა, როგორც ასეთი, არ აქვს. ჩემს წინამორბედს დავით უსუფაშვილს მინდა წარმატება ვუსურვო და ძალიან კარგი იქნება თუ საქართველოში ჩამოყალიბდება ძლიერი პოლიტიკური პარტია. ეს წაადგება საქართველოში ძლიერი ინსტიტუციური პარტიული სისტემის განვითარებას”, – განაცხადა კობახიძემ.

დავით უსუფაშვილმა დღეს განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება და ცენტრისტულ პარტიას ქმნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები