LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძის თქმით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობის მიღება აზრთა სხვადასხვაობის გამო ჭიანურდება

71

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ადასტურებს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობის მიღება მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობის გამო ჭიანურდება. ამი ს შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტებთან, არასამთავრობო ორგანიზაცვიების იმ კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა, სადაც ისინი პარლამენტს კანონმდებლობის მირების გაჭიანურებაში ადანაშაულებენ.

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდს სჭირდება მეტი სიღრმისეული არგუმენტები გადაწყვეტილების მისაღებად.

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ პირადად მასაც არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, სწორდ ამ არგუმენტების ნაკლებობის გამო და ეს ეხება ორივე მხარეს.
“გიდასტურებთ, რომ “ქართულ ოცნენაში” აზრთა ვადასხვობა არის. ჩვენ გვჭირდება დამტებითი არგუმენტები, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან, რადგან გადაწყვეტილება მხოლოდ ასეთი სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე უნდა მივიღოთ,” – ცხადებს ირაკლი კობახიძე.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები