LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კოვზანაძე: მშპ- ს 4,5%-იანი ზრდა, ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელია ჩვენს რეგიონში

46

2018 წელს დაგეგმილი მშპ- ს 4,5%-იანი ზრდა, ამ ეტაპისთვის ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელია ჩვენს რეგიონში არსებული ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტშია შემოსული, ითვალისწინებს მთლიანი შიდა პროდუქტის 4,5%-იან ზრდას.

„ითვალისწინებს იმას, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი გადააჭარბებს 40 მილიარდ ლარს. გარდა ამისა, ბიუჯეტის ასიგნებები არის 12 მილიარდ 349 მილიონი. მთავრობა ფიქრობს, რომ ხარჯვითი ნაწილი გაიზრდება და დაიხარჯება 950 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე 2017 წელს იხარჯება. მნიშვნელოვნად იზრდება რეგიონული განვითარების სამინისტროს ასიგნებები. ერთ-ერთი პრიორიტეტია ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე იზრდება განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების დაფინანსება. ამ თვალსაზრისით პრიორიტეტები უცვლელია, რაც გვქონდა 2017 წელს. რაც შეეხება მშპ-ს ზრდას, რაც არის 4.5% – ეს არის ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელი ამ ეტაპისთვის ჩვენს რეგიონში არსებული ქვეყნების ეკონომიკურ ზრდებთან მიმართებაში. ვფიქრობ, რომ ამ მაჩვენებლის შენარჩუნება კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კოვზანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები