LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ნოზაძე გამორიცხავს ინფორმციას, რომ თამთა ჯანჯღავასთან დაპირისპირება ნარკოტიკების გამო მოხდა

94

ირაკლი ნოზაძის საავადმყოფოში გამოკითხვა დღეს არ მოხდება. როგორც მომღერლის ადვოკატმა ნიკა სადრაძემ განაცხადა, გამოკითხვა დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ხერხდება.

„ირაკლი ნოზაძის გამოკითხვა სავარაუდოდ, ორშაბათს მოხდება. დღეს ეს ვერ ხერხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო,“ – განაცხადა ნიკა სადრაძემ.

ადვოკატმა ასევე უპასუხა კითხვას, რამდენად შეიძლება მომხდარის მოტივი ნარკოტიკები იყოს და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ჭორია. მისივე თქმით, რაიმე ტიპის ნარკოტიკული ნივთიერების გამო კონფლიქტის დაწყებას თავად ირაკლი ნოზაძე გამორიცხავს.

„ირაკლი კატეგორიულად გამორიცხავს აღნიშნულ თემას. ეს გამორიცხულია საქმის მასალებიდან გამომდინარეც. ეს არის აგორებული ჭორი. თანხას რაც შეეხება, ირაკლი ნოზაძე ამბობს, რომ კონფლიქტი ვალთან დაკავშირებით იყო. მას უნდა დაებრუნებინა საღამოს ეს თანხა, ვერ დააბრუნა და, წარმოიშვა კონფლიქტი. კონფლიქტის ნიადაგზე მიიღო ორი ჭრილობა,“ – განაცხადა ნიკა სადრაძემ.

მომღერალ ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თავად მომღერალი ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები