LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატის მტკიცებით, თამთა ჯანჯღავა თავს იცავდა

41

მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ, – ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა, არჩილ შავაშვილმა განაცხადა. შავაშვილის მტკიცებით, თამთა ჯანჯაღავა ნოზაძესთან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის არ მისულა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სათვალთვალო კამერის ვიდეო ჩანაწერებიც არსებობდეს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმ მუხლს, რომელზეც საუბარია, არ აღიარებს. საკითხავია, შესახვედრად ვინ ვის დაუკავშირდა. შესაძლოა, არსებობდეს ვიდეო ჩანაწერებიც,” – აღნიშნა არჩილ შავაშვილმა.

ბრალდებულის კიდევ ერთი ადვოკატის, ავთანდილ ბუაძის თქმით, ირაკლი ნოზაძემ ბრალდებულს მანქანაში ჩაარტყა და არსებობდა ძალადობის განმეორების საშიშროება. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა.

რაც შეეხება დაპირისპირების ერთ-ერთ, ნარკოტიკების ვერსიას, ბრალდებულის ბიძაშვილის თქმით, ბრალდებულს ნარკოტიკულ საშუალებებთან არანაირი შეხება არ ჰქონია და მისივე თქმით, ეს ჩატარებულმა ექსპერტიზამაც დაადასტურა. რამიშვილი ამბობს, რომ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ისევე, როგორც სიცრუეა, თითქოს ირაკლი ნოზაძე და ბრალდებული მეგობრები არ იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე ორი პირი დააკავა. უწყება 1989 წელს დაბადებულ თ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო 1994 წელს დაბადებულ ნ.თ.-ს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები