LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს ანგარიშს წარუდგენს

62

ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს ერთი წლის ანგარიშს წარუდგენს. მთავარმა პროკურორმა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ანგარიში, ძირითადად, საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმას შეეხება. შოთაძე საბჭოს წევრებს პროკურატურის განვითარების ექვსწლიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე ინფორმაციას მიაწვდის.

„საბჭოს წევრებს მივაწვდი ინფორმაციას, მთავარი პროკურატურის მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისა და დაზარალებულთა აღდგენის უფლებებზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების მქონე საქმეებზე, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და განაჩენების მაჩვენებლებზე, გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგებზე და დანაშაულის პრევენციის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე“, – განაცხადა შოთაძემ.

მთავარი პროკურორი ვალდებულია, 6 თვეში ერთხელ წარადგინოს ანგარიში საპროკურორო საბჭოს წინაშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები