LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი შოთაძის მოვალეობას მამუკა ვასაძე შეასრულებს

173

მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ მის მოვალეობას მამუკა ვასაძე შეასრულებს. ვასაძე შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში მისი პირველი მოადგილე იყო.

კანონმდებლობის თანახმად, სწორედ ის შეასრულებს მთავარი პროკურორის მოვალეობას, ვიდრე პარლამენტი ახალ მთავარ პროკურორს არ დაამტკიცებს.

ცოტახნის წინ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან თანამდებობა, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განაჩენის შემდეგ დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები