LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანელი გოგონა ტურნირიდან მოხსნეს: ვებრძოლოთ ასეთ ადამიანებს

45

ირანელი ქალი მოჭადრაკე ნაკრებიდან ჰიჯაბის გარეშე თამაშის გამო გააგდეს.
დორსა დერახშანიმ ოცნება დაღუპა.

ირანის ნაკრების წარმომადგენელმა გიბრლატარში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირი დატოვა. 18 წლის დორსა ესპანეთში სწავლობს და 18 წლამდე ასაკის გოგონათა შორის 6-გზის მსოფლიო ჩემპიონია. ის ამიერიდან ვერასოდეს მოხვდება ქვეყნის ნაკრებში. გუნდიდან მოკვეთეს მისი უმცროსი ძმაც, რადგან ბიჭმა ისრაელის წარმომადგენლის წინააღმდეგ ითამაშა.

„ასეთი ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლაში პირველი ნაბიჯია – მოვკვეთოთ ისინი, როდესაც ირანის სახელით გამოდიან. ისინი არ მიიღებენ შანსს იყვნენ ნაკრებში“, – განაცხადა ირანის ჭადრაკის ფედერაციის თავკაცმა მერდად პახლევანძადემ.

ირანელ ქალებს აკრძალული აქვთ საჯაროდ გამოჩნდენ ისეთ ტანსაცმელში, რომელიც თმებს არ უფარავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები