LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანი ნებისმიერი სახის შეიარაღებას მიიღებს – ქვეყნის პრეზიდენტი

64

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი სახის შეიარაღებას მიიღებს და ამისთვის სხვა ქვეყნებისგან ნებართვას არ დაელოდება.

გვინდა, მთელ მსოფლიოს ვაცნობოთ, რომ ნებისმიერი სახის შეიარაღებას მივიღებთ, რაც საჭირო გახდება. ჩვენ არ ველოდებით და არც დაველოდებით უცხო ქვეყნების მხრიდან ნებართვის მიღებას, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

ჰასან რუჰანის თქმით, ირანი კეთილმეზობლობის პოლიტიკას ატარებს რეგიონის ქვეყნებთან მიმართებაში და იგივეს მოელის მათგანაც.

ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზა დიალოგია და თეირანი არმიის განვითარებასთან ერთად შეიარაღებული კონფლიქტების მოწინააღმდეგე იქნება.

რუჰანი, ასევე, შეეხო ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას და განაცხადა, რომ რეგიონში განლაგებული დამყრობელი ძალები საერთაშორისო სამართლის დარღვევით სხვა ქვეყნებს ესხმიან თავს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები