LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა მარტში 21-ჯერ გაიზრადა

46

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მარტში აჭარაში ტურისტების 21,75 %-იანი  ზრდა დაფიქსირდა. გასული თვის განმავლობაში რეგიონს 16 905 ტურისტი, მათ შორის 11 914 უცხოელი და 4 991 შიდა ტურისტი სტუმრობდა.

რაც შეეხება კვარტლის მონაცემებს, იანვარ-მარტის პერიოდში აჭარაში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,55 % -თაა გაზრდილი, რაც 27 264 უცხოელ, ხოლო 13 422 შიდა ტურისტს გულისხმობს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სტატისტიკა მხოლოდ აჭარაში რეგისტრირებული განთავსების ობიექტების ინფორმაციას ეყრდნობა.

საერთაშორისო ვიზიტორთა ზრდის დადებითი ტენდენცია შეინიშნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. მიმდინარე წლის მარტში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უცხოელ ვიზიტორთა 48 % -იანი ზრდა დაფიქსირდა. განსაკუთრებული ზრდა კი ისრაელიდან შეინიშნება. გასულ თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან აჭარაში 2015 წლის მარტთან შედარებით 22-ჯერ მეტი ებრალი ვიზიტორი ჩამოვიდა.

რაც შეეხება სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტს, აქ უცხოელ ვიზიტორთა 10%-იანი მატება შეინიშნება. განსაკუთრებული ზრდა კი ირანიდან შემოსულ ვიზიტორებზეა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21-ჯერ არის გაზრდილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები