LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანის ქალაქებში აჯანყება დასრულდა

88

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელმა, გენერალმა მოჰამად ალი ჯაფარიმ, განაცხადა, რომ ირანის ქალაქებში არეულობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სააგენტო Fars-ი ავრცელებს.

„დღეს ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არეულობა დასრულდა და აჯანყება ჩახშობილია,“ – აღნიშნა ჯაფარიმ.

თეირანში, მეშჰედში, ისპაჰანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის, თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარე ძალების წაქეზებით არის გამოწვეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები