LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი დაკავებას არ ადასტურებს

38

ირანის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი მაჰმუდ აჰმადინეჯადის დაკავებას არ ადასტურებს. აჰმადინეჯადის დაკავების შესახებ თეირანში, წყაროზე დაყრდნობით გაზეთი al-Quds al-Arabi წერდა.

გამოცემა Erm News აჰმადინეჯადის ადვოკატს დაუკავშირდა, რომელმაც ეს ინფორმაცია უარყო.

შეგახსენებთ, რომ გაზეთი Al-Quds Al-Arabi-ს ინფორმაციით, ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების მხარდაჭერის გამო დააკავეს.

გაზეთის ინფორმაციით, აჰმადინეჯადი აიათოლა ალი ხამენეის სანქციით იყო დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები