LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანსა და საქართველოს შორის დამატებით 129 ჩარტერული რეისი დაინიშნა

86

ირანსა და საქართველოს შორის დამატებით 129 ჩარტერული რეისი დაინიშნა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, გაზრდილი სიხშირით ფრენები ნოვრუზის (ახალი წლისა და გაზაფხულის დადგომის აღსანიშნავი დღესასწაული ირანში, შუა აზიისა და ამიერკავკასიის ქვეყნებში) სადღესასწაულო პერიოდში, 17 მარტიდან 4 აპრილამდე შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შემდეგი ნებართვები გაიცა:

ავიაკომპანია “Georgian Airways” – 23 ჩარტერული რეისი;
ავიაკომპანია „Taban Airlines“ – 23 ჩარტერული რეისი;
ავიაკომპანია „ATA Airlines“ – 14 ჩარტერული რეისი;
ავიაკომპანია „Qeshm Airlines“ – 11 ჩარტერული რეისი;
ავიაკომპანია „Zagros Airlines“ – 46 ჩარტერული რეისი;
ავიაკომპანია „Kish Air“ – 8 ჩარტერული რეისი;
ავიაკომპანია „Iran Aseman Airlines“ – 4 ჩარტერული რეისი.

რეისების უმეტესობა ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის ხორციელდება. სხვა დანიშნულების პუნქტებია: ბათუმი, თავრიზი, მაშადი, შირაზი. ფრენები მთლიანად ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებაზეა ორიენტირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები