LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში 24 სექტემბერი გლოვის დღეა

90

სამხედრო აღლუმზე განხორციელებული თავდასხმის გამო, ირანში 24 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა – ამის შესახებ ინფორმაციას Terhan-Times-ს ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით თავდასხმას 25 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი. ტერაქტისას 60 ადამიანი დაიჭრა.

ირანში, სამხედრო აღლუმზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

სააგენტო Armaq-ი ავრცელებს მებრძოლების ვიდეოს, რომლებიც სავარაუდოდ ირანის ტერაქტში მონაწილეობდნენ. სააგენტო ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთანაა დაკავშირებული და მის მიერ კონტროლდება.

მომხდარი ტერაქტის გამო ირანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ევროპის 3 ქვეყნიდან ელჩები გაიწვია. ლაპარაკია ნიდერლანდებზე, დანიასა და დიდ ბრიტანეთზე. თეირანში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქვეყნები იმ პირების დაკავებას აფერხებენ, რომელთაც ირანი ტერორისტებად მიიჩნევს, კონკრეტულად ვისზე ან რა დაჯგუფებაზეა საუბარი, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

ამ თავდასხმაში ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა და პრეზიდენტმა აშშ-ის “მარიონეტები”, კერძოდ კი სპარსეთის ყურის ქვეყნები დაადანაშაულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები