LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

47

ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქერმანიდან 58 კილომეტრში დილის 6:30 წუთზე დაფიქსირდა. ინფორმაციას შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრiს ეპიცენტრში ქალაქის მოსახლეობა 821 ათასია. მიწისქვეშა  ბიძგები 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

სეისმოლოგების ცნობით, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დამანგრეველ მიწისძვრად ფასდება და მძიმე ზიანის მოტანა შეუძლია, თუმცა მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები