LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში მიწისძვრა მოხდა

67

სამხრეთ ირანის ტერიტორიაზე 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. რყევები იგრძნობოდა ბაჰრეინსა და სპარსეთის ყურის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მიწისძვრა ბუშერის აღმოსავლეთით, ბუშერის ატომურ ელექტროსადგურთან მოხდა. ეს ერთადერთი მოქმედი ელექტროსადგურია ირანში.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, მიწისძვრა 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, თუმცა ბუშერის ელექტროსადგური არ დაზიანებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები