LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა

86

ირანში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. სტიქია ქვეყნის დასავლეთ ნაწილს დაატყდა თავს. ძლიერი ბიძგები დასახლებულ პუნქტ თაზეჰაბადთან ახლოს იგრძნობოდა, რომელიც ქერმანშაჰის პროვინციაში მდებარეობს.

ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, ირანის დასავლეთ ნაწილში მიწისძვრის სიმძლავრე 5,9 მაგნიტუდასაღწევდა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ ქემანშაჰიდან 76 კილომეტრში მდებარეობდა.

რამდენიმე საათით ადრე მიწისძვრა მოხდა ირანის სამხრეთ ნაწილშიც. 5 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგების შედეგად დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები