LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში ქალებმა წვერი „მოუშვეს“, რათა ფეხბურთზე წასულიყვნენ (ფოტო-ვიდეო)

71

ირანელმა ქალებმა წვერი მიიმაგრეს, რათა „პერსეპოლისის“ დაჯილდოება ცოცხლად ენახათ.

„პერსიპოლისმა“ საჩემპიონო სეზონი შინ „სეპიდრუდის“ 3:0 დამარცხებით დაასრულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია იყო დაგეგმილი.

ქალებს ირანში საფეხბურთო მატჩებზე დასწრება აკრძალული აქვთ, მაგრამ რამდენიმე სპარსი ქალი ეშმაკობაზე წავიდა. მათ წვერი მიიხატეს, კაცის ტანსაცმელი მოირგეს და მშვიდად გაემართნენ სტადიონისკენ.

 

მარტის დასაწყისში 35 ქალი დააკავეს „ესტეღლალი“-„პერსეპოლისის“ დერბიზე შეღწევის მცდელობისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები