LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში ქართული ჩურჩხელა და თაფლი ექსპორტზე გავიდა

412

ჩურჩხელა და თაფლი ექსპორტზე ირანში გავიდა. ქართული წარმოების პროდუქტები ამ ბაზარზე პირველად შევიდა და მისი ექსპორტი ახლადაფუძნებულმა კომპანია ”გრემმა” განახორციელა.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი მაჩაბელმა განუცხადა, საწყის ეტაპზე საცდელი პარტიის სახით სხვადასხვა სახეობის ათასი ცალი ჩურჩხელა და მცირე რაოდენობის თაფლი გაიგზავნა, თუმცა სამომავლდა, ირანთან უფრო ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა იგეგმება.

”დამიკავშირდნენ ფერეიდნელი ქართველები, რომლებიც დაინტერესდნენ ჩვენი პროდუქციით და სწორედ მათი ხელშეწყობით გავედით ექსპორტზე. ერთ-ერთმა ფერეიდნელმა მეწარმემ ისპაჰანში ქართული სარესტორნო ქსელი შექმნა, სადაც ჩვენი პროდუქცია გაიყიდება. ეს არის ამ ბაზარზე ქართული პროდუქტის შეტანის პირველი პრეცენდენტი. აქამდე, ფერედნიელი ქართველები ქართულ პროდუქტს მოკლებულნი იყვნენ ”, – განმარტა მაჩაბელმა. მისივე ინფორმაციით, ირანის გარდა, ”გრემის” პროდუქციით სხვა ქვეყნებიც ინტერესდებიან. მათ შორის, მოლაპარაკებები მიმდინარეობს გერმანიასთან, სადაც უახლოეს პერიოდში ქართული ჩურჩხელები გაიგზავნება.

როგორც გიორგი მაჩაბელმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ”გრემის” ბრენდის ქვეშ რამდენიმე დასახელების პროდუქტი იწარმოება: მურაბები, ჯონჯოლი, სვანური მარილი, აჯიკა და თაფლი. სამომავლოდ კი, კახეთში საკუთარი საწარმოს აშენება და პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა იგეგმება.

”რაც შეეხება რეალიზაციას, ჩვენი მთავარი მიზანი საექსპორტო მიმართულებით მუშაობა და ქართული წამომავლობის ნატურალური პროდუქციის უცხოეთის ბაზარზე პოპულარიზაციაა, თუმცა მცირე რაოდენობით ”გრემის” ნაწარმი ადგილობრივ ბაზარზეც იყიდება”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, კომპანია ”გრემი” 2016 წლის ბოლოს დაარსდა და მასში 10 ადამიანია დასაქმებული. ”გრემის” პროდუქცია ირანის გარდა, ექსპორტზე უკვე გავიდა რუსეთში, ყაზახეთსა და უკრაინაშიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები