LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში ქართული ცხვრის ექსპორტი განახლდება

325

ირანში ქართული ცხვრის ექსპორტი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში განახლდეს. როგორც ცხვრის ექსპორტიორი კომპანია “ფასტ +”-ის ხელმძღვანელი, ნაზი ალასანია აცხადებს, ირანმა ისევ განაახლა ლიცენზიების გაცემა და უკვე გამოჩნდა რამდენიმე მყიდველი, რომელიც მზადაა ქართული ცხვარი გაიყვანოს.

მისივე ინფორმაციით, ცხვირს გაყვანა პირდაპირი ავიარეისით იგეგმება. ”თუ თვითმფრინავის შეთანხმება მოხერხდა და ცხვარი ექსპორტზე ავიარეისით გავიყვანეთ, ჩვენი კომპანია მზადაა სავაჭრო პარტნიორს 30 ათასი სული ცხვარი მიაწოდოს”, – აღნიშნა ალასანიამ.

შეგახსენებთ, საქართველოდან ირანში ცხვრის ექსპორტი 2010 წლიდან შეწყდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები