LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში ქლორის გაჟონვის გამო ასობით დაზარალებულია

58

ირანში ქლორის გაჟონვის გამო 500 ადამიანი დაზარალდა.
„Associated Press”-ის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ დიზფულში მოხდა და მთლიანობაში 475 ადგილობრივი დაზარალდა. მოწამლულთა უმრავლესობა მედიკოსებმა შემოწმების შემდეგ სახლში გაუშვეს, 50-მდე ადამიანი კი ამ მომენტამდე საავადმყოფოში რჩება.
სააგენტო „Erem News”-ის ცნობით, ქლორის გაჟონვა წყალმომარაგების კომპანიის მიტოვებულ საწყობში მოხდა. ობიექტი ქალაქის გარეუბანში მდებარეობს და დაზარალებულებიც სწორედ მის სიახლოვეს ცხოვრობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ირანის ყველა საავადმყოფოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები