LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანთან ბიზნესში არიან ჩართულები აშშ-სთან თანამშრომლობას ვერ შეძლებენ – დონალდ ტრამპი

37

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისინი, ვინც ირანთან ბიზნესსაქმიანობაში არიან ჩართულები, ამერიკულ ბიზნესთან თანამშრომლობას ვერ შეძლებენ. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა Twitter-ით გაავრცელა.

„ირანის სანქციები ამოქმედდა. ეს არის ყველაზე მკაცრი სანქციები, რაც ოდესმე დაწესებულა და ნოემბერში შეზღუდვები ახალ საფეხურს მიაღწევს. ყველა, ვინც ირანთან აწარმოებს ბიზნესს, ამერიკულ ბიზნესთან თანამშრომლობას ვერ შეძლებს. ვითხოვ მსოფლიოში მშვიდობას, მეტს არაფერს,“ წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მაისში მაშინ გაუარესდა, როდესაც ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ-მა ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა. 14 ივნისს კი ირანმა აშშ-ის შეთანხმებიდან გასვლის გამო კომპენსაცია მოითხოვა.

სანქციები 7 აგვისტოს ამოქმედდა. ტრამპის თქმით, ეკონომიკური ზეწოლა ირანს აიძულებს, დათანხმდეს ახალ მოლაპარაკებებს და დაასრულოს „დამამცირებლად“ მოქცევა. აშშ-ის სანქციები მოიცავს შეზღუდვებს შემდეგ ეკონომიკურ ურთიერთობებში: ირანის ხელისუფლება ვეღარ შეძლებს ამერიკული ბანკნოტების შეძენას; სანქციები გულისხმობს ირანის ოქროს, ძვირფასი ლითონების, ალუმინის, ფოლადის, ქვანახშირისა და სამრეწველო ნაწარმის ექსპორტის შეზღუდვას; სანქციები შეეხება ირანის საავტომობილო სექტორსაც.

2018 წლის 5 ნოემბერს სანქციათა სიის კიდევ უფრო ზრდაა დაგეგმილი; დაახლოებით სამი თვის შემდეგ, აშშ სანქციებს გაამკაცრებს ირანის საპორტო ოპერატორებთან, ენერგეტიკის სექტორთან, გადაზიდვასთან და გემთმშენებელ სექტორთან დაკავშირებით. ასევე, ირანის სანავთობო მრეწველობისა და უცხოური საფინანსო ინსტიტუტების მიერ ირანის ცენტრალურ ბანკთან წარმოებულ ტრანზაქციებზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები