LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანული ფილმების ფესტივალი 4 დეკემბერს გაიხსნება

131

4-7 დეკემბერს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, თბილისში, ირანული ფილმების ფესტივალი ჩატარდება.

4 დეკემბერს, 19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში, ფესტივალი ფილმის – „მაყვალი“ ჩვენებით გაიხსნება.

ირანული ფილმების ფესტივალის ფარგლებში, ქართული სუბტიტრებით ნაჩვენები იქნება ოთხი ირანული ფილმი.

ფილმების ჩვენება გაიმართება ყოველ დღე, 4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, 19:00 საათიდან 21:00 საათამდე.

ფესტივალის პროგრამა:

4 დეკემბერი, 19.00. – ფესტივალის გახსნა

ფილმის დასახელება: „მაყვალი“;

ანოტაცია: ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ცოლ-ქმრის შესახებ, რომელთაც შვილი არ ეყოლათ და სუროგატ დედას დაეძებენ…

5 დეკემბერი, 19.00.

ფილმის დასახელება:  „საძილე არტერია“

ანოტაცია: ფილმში მოთხრობილია ერთი ქალის ისტორია, რომელსაც ქმართან გაყრის შემდეგ ახალი ცხოვრების დაწყება სურს, მაგრამ არ იცის, რომ ამ გზაზე ახალი სიყვარული ელოდება…

6 დეკემბერი, 19.00.

ფილმის დასახელება: „სარა და აიდა“

ანოტაცია: ფილმი მოგვითხრობს ორი მეგობრის შესახებ. ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებში ისინი ერთად რჩებიან და ერთმანეთს ეხმარებიან.

 

7 დეკემბერი, 19.00. – ფესტივალის დახურვა

ფილმის დასახელება: „ნარგიზების სეზონი“

ფილმში გადმოცემულია იმ ადამიანების ისტორია, რომლებიც სიცოცხლეს იმედის თვალით შესცქერიან და სიკვდილსაც არ ძალუძს მათთვის ამ იმედის წართმევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები