LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ირიაოს“ კონცერტი 10/11-ში გაიმართება

53

ეთნოჯაზბენდი „ირიაო“ კლუბური კონცერტისთვის ემზადება. ღონისძიება პირველ თებერვალს, საღამოს ათ საათზე, კლუბში „10?11“-ია დაგეგმილი. ჯგუფი შეასრულებს ტრადიციულ პროგრამას და ასევე იმ ცნობილ სიმღერებს, რომლებიც სხვადასხვა საინტერესო ვერსიით აქვთ გაკეთებული. საღამოს დიჯეი დაასრულებს.

შეგახსენებთ, რომ „ირიაო“ „პირველმა არხმა“ „ევროვიზიაზე“ წარსადგენად შეარჩია. ჯგუფი საქართველოს სახელით მაისში ლისაბონში გაემგზავრება, სადაც კონკურსის ორი, ნახევარფინალური და ფინალური ეტაპებია დაგეგმილი. სიმღერა, რომელსაც ჯგუფი „ევროვიზიაზე“ წარადგენს, ახლა იწერება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები