LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკი „ნაიკის“ ახალი კოლექციის რეკლამაში შეუდარებელია (ფოტო)

432

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი მშობლები მიმდინარე წლის მარტში გახდნენ. ფაქტი, რომ მოდელმა ძველი ფორმები უკვე დაიბრუნა, მშობიარობიდან რამდენიმე თვეში დაიწერა მედიაში და შესაბამისი ფოტოებით დადასტურდა კიდეც, თუმცა, ამჯერად საქმე სხვა ტიპის ფოტოსესიას შეეხება.

„ინსტაგრამზე“ გამოქვეყნდა შეიკის ფოტო, რომელიც მან ბრენდ „ნაიკის“ ახალი კოლექციისთვის გადაიღო. მათზე მოდელს ლეგინსები, მოკლე ტოპი და სპორტული ფეხსაცმელი აცვია და კარგად ჩანს ლამაზმანის იდეალური სხეული, რომელზეც ვერც ერთ  ზედმეტ კილოგრამს ვეღარ შეამჩნევთ.

შეგახსენებთ, რომ მშობიარობის შემდეგ, შეიკი პოდიუმზე პირველად სექტემბერში, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში გავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები