LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკი ქალიშვილს პაპარაცებისგან აღარ მალავს

112

მიმდინარე წლის მარტის ბოლოს ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი პირველად გახდნენ მშობლები. წყვილს ქალიშვილი ლეა დე სენ შეიკ კუპერი შეეძინათ.

ვარსკვლავები საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მალავდნენ პატარას პაპარაცებისგან, თუმცა, როგორც ჩანს, “დამალვის” დროს დასრულდა.

ამ დღეებში პაპარაცებმა ირინა და ლეა ლოს-ანჯელესში სეირნობის დროს დააფიქსირეს. პატარას სახის გადაღება ფოტოგრაფებმა კარგად მოახერხეს.

შეგახსენებთ, რომ შეიკისა და კუპერის რომანი 2015 წელს დაიწყო, როდესაც მოდელი ფეხბურთელ კრიშტიანო რონალდოს დაშორდა. გასული წლის დეკემბერში კი, Victoria’s Secret-ის შოუზე, სადაც ირინა მიწვეული მოდელის რანგში მონაწილეობდა, ცნობილი გახდა, რომ ის მალე დედა გახდებოდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები