LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკის რუსული არდადეგები

64

ირინა შეიკი მოსკოვს ესტუმრა. 31 წლის სუპერმოდელმა ”ინსტაგრამზე” შესაბამისი ფოტომასალა გამოაქვეყნა. რუსეთის დედაქალაქში მოდელი ქალიშვილთან ერთად ჩავიდა.

უცნობია, რა არის ვიზიტის მიზეზი, თუმცა როგორც ფოტოებიდან ჩანს, მიზეზი ახლობლებისა და მეგობრების მონახულებაა. შეიკი წითელ მოედანზეც იმყოფებოდა, მეტროთიც იმგზავრა და საყვარელი ნამცხვარიც დააგემოვნა.

როგორც ჩანს, შეიკი საქმესა და თვეების შვილს კარგად უთავსებს დასვენებასაც. მოდელი ხშირად აქვეყნებს ფოტოებს ამა თუ იმ კურორტიდან.

შეგახსენებთ, რომ ირინა და 42 წლის მსახიობი, ბრედლი კუპერი ქალიშვილის მშობლები მიმდინარე წლის მარტის ბოლოს გახდნენ. ორივე მათგანისთვის ეს პირველი შვილია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები