LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკმა ბრედლი კუპერსა და ლედი გაგას მიაკითხა

85

მსახიობი ბრედლი კუპერი სადებიუტო რეჟისორულ ფილმზე „ვარსკვლავის დაბადება“ მუშაობს, სადაც მთავარ როლს თავად და მომღერალი ლედი გაგა ასრულებენ. მომღერალი საკმაოდ სერიოზულად უდგება თავის საქმეს, რადგან ეს არის პირველი მთავარი როლი სრულმეტრაჟიან ფილმში.

ამ დღეებში, დაძაბული გადაღებების პარალელურად, გადამღებმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ფილმის მონაწილეებისთვის წვეულება მოაწყოს. საღამოს კუპერის რჩეული – ირინა შეიკიც ესწრებოდა. ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ისინი დროს საკმაოდ მხიარულადაც ატარებენ.

„ვარსკვლავის დაბადება“ დიდ ეკრანებზე 2018 წლის სექტემბერში გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები