LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკმა ნიშნობის ბეჭედი პირველად გამოაჩინა (ფოტო)

210

ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის ნიშნობაზე ჯერ კიდევ გასულ წელს ალაპარაკდნენ, როცა ქვეყანას წყვილის პირველი შვილი მოევლინა. ამ დრომდე შეიკსა და კუპერს თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამჯერად კი ცნობილი მოდელი პირველად გამოვიდა ნიშნობის ბეჭდით და ის ფოტოგრაფებთან სპეციალურად გამოაჩინა. შეიკი ბარსელონაში, Pronovias-ის ფოტოსესიას დაესწრო, რომელიც ბარსელონას საქორწილო კაბების მოდის კვირეულის ფარგლებში იმართება.

ღონისძიებაზე ირინა შერიკი შავი ფერის ულამაზესი კაბა-შარვლით გამოჩნდა, რომელიც გამჭვირვალე ქსოვილზე ლამაზი ორნამენტებით იყო გაფორმებული. მოდელმა ყველა იმ კაბასთან იპოზიორა, რომელიც კვირეულის ფარგლებში იქნება ნაჩვენები.

შეგახსენებთ, რომ 43 წლის ბრედლი კუპერი და 32 წლის ირინა შეიკი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები