LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკმა The Fashion Awards 2017-ზე გარშემომყოფები დაჩრდილა

34

ლონდონის Royal Albert Hall-ში The Fashion Awards 2017-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელიც ყოველწლიურად მოდის, კინოს, მუსიკისა და სპორტის სამყაროს ყველაზე მკაფიო წარმომადგენლებს ავლენს.

წითელ ხალიჩაზე შოუბიზნესის უამრავი პოპულარული სახე ბრწყინავდა: კარლი კლოსი, სელენა გომესი, ვინი ჰარლოუ, ირინა შეიკი, კაია გერბერი, მეისი უილიამსი, პიკსი ლოტი და სხვები.

თუმცა საღამოს მთავარი გმირი სუპერმოდელი ირინა შეიკი გახდა. 31 წლის ლამაზმანი, რომელმაც 8 თვის წინ იმშობიარა, შეუდარებლად გამოიყურებოდა. შეიკს „დონატელა ვერსაჩეს“ ღია ფერის კაბა ეცვა, ღრმა დეკოლტეთი და თეძომდე ჭრილით, რაც მის სექსუალურ სხეულს უფრო მკაფიოს ხდიდა.

მოდელის თაყვანისმცემლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ დედობა მას განსაკუთრებულად მოუხდა და ის უფრო ქალური და სექსუალური გახდა.

@donatella_versace @lewishamilton #london

A post shared by irinashayk (@irinashayk) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები