LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირლანდიელებმა ექვსი ერის მედალი დაუნის სინდრომის მქონე ქომაგს აჩუქეს

252

ირლანდიამ “ექვსი ერი” მოიგო და თავის გიჟმაჟ გულშემატკივრებს ოცნება აუხდინა. თუმცა ერთი პატარა ქომაგისთვის მაინც განსაკუთრებული დღე იყო.

ირლანდიელმა მესამე ხაზელმა, პიტერ ო’მანიმ “ექვსი ერის” გამარჯვებულის მედალი ჯენიფერ მელოუნს უსახსოვრა და მასთან ერთად ფოტოც გადაიღო.

ჯენიფერი ირლანდიის რაგბის ნაკრების თამაშებზე და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე რეგულარულად დადის. სპორტის მოყვარულებმა ის 2016 წელს გაიცნეს, როდესაც გოგონა ერთ-ერთ საფეხბურთო მატჩს ესწრებოდა.

ჯენიფერს დაუნის სინდრომი აქვს.

ირლანდიამ „ექვსი ერი“ 2009 წლის შემდეგ პირველად მოიგო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები