LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეს – თქვენს მომავალ მოხსენებაში ველოდები პასუხს, როდის და როგორ აღსდგება სამართლიანობა ქვეყანაში

39

ჩვენ რეალურ განხილვაში ჩავერთვებით 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც თქვენც ასევე რეალურ მთავრობას წარმოადგენთ და სწორედ იმ მთავრობის წევრებისადმი გვექნება შეკითხვები, – ამის შესახებ “პატრიოლთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგრც კახა კახიშვილმა აღნიშნა, თუ სამართლიანობა არ აღსდგება, ამ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა ვერ იქნება.

„ახლა რომ შეკითხვები დავსვა, აქ წარმოდგენილი დროებითი მთავრობიდან ვინ დარჩება და ვინ არა, ეს არავინ იცის ჯერ, ამიტომ ჰაერში გასროლილი იქნება ეს შეკითხვები. ერთდერთი სურვილი, რომელიც მაქვს და მინდა ვთქვა დღეს, არის მოწოდება, შეიძლება ეს ვიღაცისთვის პათეტიკური იყოს, მაგრამ რისთვის ვართ ჩვენ პოლიტიკაში, ჩვენ დეპუტატები, თქვენ მთავრობის წევრები. ჩვენ ყველას გვაქვს ერთი სურვილი, რაღაცა სიკეთე მოვუტანოთ ამ ქვეყანას. თუმცა ზოგი პოლიტიკაში მოდის მავნებლობისთვის, აგერ სხედან ეს ადამიანები, ძალიან ახლოს ჩემგან, მაგრამ კარგი იქნება თუ იმ თაროზე შემოდებულ საქმეებს გადმოვიღებთ, ამ ადამიანებს დავუმტკიცებთ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებებს და მიბრძანდებიან მათსავე აშენებულ მატროსოვის ციხეებში. თუ სამართლიანობა არ აღსდგება, ამ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა ვერ იქნება. ამიტომ მე თქვენს მომავალ მოხსენებაში ველოდები სწორედ პასუხს ამაზე, როდის, როგორ აღსდგება სამართლიანობა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ირამ ინაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები