LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ აგულაშვილი და გიორგაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მისცენ

65

„პატრიოტთა ალიანსი“ ამ ეტაპზე მიიჩნევს, რომ მთავრობას მხარს არ დაუჭერს. ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილის თქმით, მიხეილ გიორგაძესთან და გიგლა აგულაშვილთან ბევრი კითხვა აქვთ. ინაშვილი ამბობს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ მთავრობას მოუსმენს და შესაძლოა, გადაწყვეტილება შეცვალოს კიდეც.

ვიცე-სპიკერის თქმით, კულტურისა და გარემოს დაცვის მინისტრები სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მისცენ საყდრსისის და ხე-ტყის მასობრივი გაჩეხვის გამო. გიორგაძესთან „ალიანსს“ მწვავე კითხვები საყდრისთან დაკავშირებით ექნება, აგულაშვილს კი პასუხს ხე-ტყის უკანონო ჭრაზე მოსთხოვენ.

ამ წუთებში პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

პოპულალურები