LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა ნიორაძე „ბლექ სი არენაზე” ბალეტის მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად წარდგება!..

104

დღეს, ბათუმში, რესტორან „ასკანელში”, მსოფლიოში სახელგანთქმული პრიმაბალერინას, ირმა ნიორაძისა და „ბლექ სი არენას” ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

9 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე” პირველად იქნება წარმოდგენილი საბალეტო შოუ მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით. ამ პროექტს კანში ირმა ნიორაძე „ასკანელი არტთან” ერთად ყოველ წელს მართავს. „ბლექ სი არენასთან” ერთად, „ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში, ირმა ნიორაძე სრულიად უსასყიდლოდ დათანხმდა პროექტის საქართველოში ჩამოტანას. როგორც არენის ხელმძღვანელმა, ანი კავლელიშვილმა აღნიშნა, ღონისძიების ხარჯი მხოლოდ მოწვეული ბალეტის ვარსკვლავების ჰონორარი იქნება, ხოლო ბილეთების ფასი – მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, ბილეთების ღირებულება 10 ლარიდან იწყება.

საღამო ირმა ნიორაძის პედაგოგს, ლეგენდარულ ქართველ ბალერონსა და ქორეოგრაფს, ვახტანგ ჭაბუკიანს მიეძღვნება. როგორც პრიმაბალერინამ აღნიშნა, ყოველთვის მიაჩნდა, რომ მისმა პედაგოგმა მასში ბევრი რამ ჩადო და ახლა, როცა მისი საკმაოდ ხანგრძლივი შემოქმედების განმავლობაში, ეს ნერგი აღმოცენდა, ამას საკუთარ სამშობლოს უბრუნებს.

„ასკანელი არტის” დამფუძნებელმა, გოჩა ჩხაიძემ აღნიშნა, რომ 9 აგვისტოს “ბლექ სი არენაზე” ნამდვილი ბალეტის ზეიმი შედგება და თუ მაყურებელი პროექტით დაინტერესდება, საფრანგეთის მსგავსად, მას საქართველოშიც ყოველწლიურად გამართავენ.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები