LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა შარიქაძე: „ტანგო ჩემი ცხოვრების საუნდტრეკია“

1081

ირმა შარიქაძის ფოტოები სხვისაში არასდროს აგერევათ. მისი შემოქმედება შთამბეჭდავი, უსასრულოდ მშვიდი და ამავდროულად, ხმაურიანია. ყველა მათგანი ძალიან ნაზი, ქალური და ფერადია.  ირმა შარიქაძის შემოქმედება და მისი აღქმა ინდივიდუალურია. ის 21- საუკუნის ხელოვანია.

– მე ვფიქრობ 21-ე საუკუნის არტისტი აუცილებლად ატარებს თავის თავში მესიჯს და იდეას. რადგან ხელოვნება გასცდა საზღვრებს, 21-ე საუკუნეში ბევრი არტისტი იყენებს შერეულ ტექნიკას და სხვადასხვა ხელოვნების სფეროს მიქსავს ერთმანეთში. რადგან მათი სათქმელი იყოს უფრო ეფექტური. აუცილებლად უნდა გააკეთო ეფექტური და შთამბეჭდავი პროექტი, რადგან შენი მესიჯი აუცილებლად მიიტანო ადამიანის გულამდე.

– რაც შეეხება ფერებს, რა დატვირთვას ატარებს ის თქვენთვის?

– ვფიქრობ, ადამიანები, რომლებიც ფერთან მუშაობენ, უფრო მგრძნობიარეები არიან, რადგან ფერთან მუშაობა რთულია. ბევრი ფერის გამოყენება არის რთული და არტისტის მდიდარ პალიტრასთან არის დაკავშირებული. სამყარო მდიდარია თავისი პალიტრით და ჩვენ ვართ ამ პალიტრის ნაწილი. ყველა ფერს საკუთარი ენერგეტიკა აქვს და განსაკუთრებულად მუშაობს ჩვენზე.

– თქვენ ხშირად მუშაობთ კრისტი ყიფშიძესთან, რატომ?

– მე ხშირად ვამბობ, რომ მიყვარს ჩემი მუზების გადაღება, რადგან ჩემი მუზები ჩემი მეგობრები არიან. მიყვარს ერთიდაიმავე ადამიანებთან მუშაობა, ისინი მიცნობენ. კრისტი ყიფშიძე არის ადამიანი, რომელსაც ბევრი ენერგია აქვს. მისი თვალები ყოველთვის იღიმის და პოზიტიურია იმ სივრცეში, სადაც შემოდის.

– ტანგოს თემაზე შექმენით კოლექცია, რატომ გადაწყვიტეთ ამ თემაზე მუშაობა?

– ტანგო ჩემი ცხოვრების საუნდტრეკია. რადგან ყოველთვის მიყვარდა ტანგო. ყველა ადამიანი ვინც ერთხელ მაინც მოსინჯავს იცეკვოს ტანგო, თავს ვეღარ დაანებებს. ეს არის საოცარი სამყარო. როცა ამ პროექტზე დავიწყე მუშაობა, გადავწყვიტე თავად მესწავლა ტანგო.  ამ თემაზე შექმნილმა ჩვენმა სპექტაკლმა გადაინაცვლა საერთაშორისო ასპარეზზე, რაც  ჩემთვის  დიდი პატივი იყო. ჩემი ოცნება იყო გამეკეთებინა კოლექციის არასტანდარტული, არატიპიური წარდგენა. თეატრი დიდი ფუფუნებაა, ჩემთვის მსხვერპლთშეწირვა იყო ეს. ერთხელ ვარდების ტანგოს სპექტაკლი გავაკეთე მარჯანიშვილის თეატრში და მეორე იყო ბოშები, რომლის ჩვენებაც შედგა სამეფო უბნის თეატრში. ყველა ცდილობს მინიმალური რესურსით გააკეთოს საქმე, ამიტომ ძნელია იპოვო ადამიანი, რომელიც მზად არის ხელოვნებისთვის მხვერპლი გაიღოს.

– სამომავლო გეგმები გაგვიმხილეთ…

– სულ ახლახანს ჩატარდა პარიზის მოდის კვირეული, სადაც კორინ აბრაჰამს ეცვა ჩვენს მიერ შექმნილი აბრეშუმის კიმანო, ჩვენი ლუქით იმყოფებოდა ის „ელი სააბის“ ჩვენებაზე, შესაბამისად ბევრი გამოცემის “სთრით სთაილში” მოხვდა. ასეთი მცირე ნაბიჯები დიდ შედეგებამდე მიგვიყვანს. 

ფოტოგრაფი: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები